ქართული

720by157-218-Content-Image-ECCAM-banner

“ყველა იმსახურებს ხვალინდელ დღეს”

ნილ ჰაუი

1-ელ იანვარს საკუთარ თავს ეუბნები, რომ ეს წელიწადი სხვანაირი იქნება. თუმცა კი ყოველდღე ავადმყოფური შეგრძნებით იღვიძებ. ექიმი გეუბნება რომ ტესტები უნდა გაიკეთო. ელოდები და ათი დღის შემდეგ, რომელიც იმავ დროულად სამსახურის დაწყების წინა დღეა, კვლავ მიდიხარ ექიმთან შიშის გრძნობით, რადგანაც ფიქრობ რომ შენს ტესტში რაიმე იპოვეს. ტესტის დაწყებიდან ხუთ წუთში გეუბნებიან, რომ დიდი ზომის სიმსივნე გაქვს. აი მაშინ მართლაც შეშინებული ხარ….

ასე დაიწყო ჩემთვის 2014 წლის იანვარი. საკუთარ დაბადების დღეზე, ტესტებიდან ერთი კვირის თავზე, საავადმყოფოში წავედი და მასშტაბური ქირურგიული ოპერაცია გავიკეთე. შემდეგ თვეში, როდესაც ბიოფსიის შედეგები გახდა ცნობილი, აღმოჩნდა რომ მესამე სტადიის ნაწლავის სიმსივნე მქონდა. შემდეგი ექვსი თვე ქიმოთერაპიას ვიკეთებდი, სამი დღე სააავადმყოფოში ვრჩებოდი, ხოლო მომდევნო ათი დღე ძალების მოსაკრებად მჭირდებოდა და ასე ჯამში 12-ჯერ.

ამ პერიოდში მივხვდი, რომ გამიმართლა, რამეთუ მეუღლის, ოჯახისა და მეგობრების მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ამ გრძნობას უფრო მიმძაფრებდა ის მომენტი, რომ საკუთარი სახლიდან 2200კმ დაშორებით ქვეყანაში ვიყავი, სადაც ადგილობრივ ენაზეც კი ვერ ვსაუბრობდი. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პროცედურების გავლის პერიოდში, აპრილის თვეში, ლონდონის ტრადიციულ მარათონს ვუყურე. საკუთარ თავს შევპირდი, რომ თუ გადავიტანდი ჩემი ცხოვრების ამ რთულ ეპიზოდს, მაშინ მომავალ წელს, უფრო ზუსტად კი 2015 წლის 26 აპრილს, აუცილებლად მეც ვირბენდი ლონდონში. გასული შვიდი წელიწადი სრულ უვარჯიშებელი პერიოდი მქონდა და ჯანრმრთელიც რომც ვყოფილიყავი, მაინც ძალზე გამიჭირდებოდა ამოცანის სისრულეში მოყვანა. ქიმოთერაპია ნამდვილად არ არის სასიამოვნო პროცედურა, ამიტომ მარათონზე ფიქრი მეხმარებოდა დადებითი აზრების შემოსაკრებად. მეგობრებმა აზრი მომიწონეს და დავიწყეთ საქველმოქმედო ორგანიზაციების, მათ შორის EuropeColon-ის დახმარება, რომელიც ეხმარება ნაწლავის კიბოთი მრავალრიცხოვან დაავადებულთ.

აგვისტოს ბოლოს, ქიმოთერაპიის რეზულტატებმა კარგი შედეგი მიჩვენეს, რამაც ნორმალური ცხოვრების ხელახლა დაწყების საშუალება მომცა. შვიდი თვის შემდეგ, ხელახლა დავიწყე მუშაობა. ასევე ხელახლა დავიწყე სირბილი, დასაწყისისათვის მხოლოდ 5 წუთი ძუნძულით. ნელა ნელა სირბილის ხანგრძლივობა და სიძქარე გავზარდე. ასევე დავიწყე ფულის შეგროვება ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა საქველმოქმედო ფონდებისათვის, რადგანაც მსურს დავეხმარო მათ, ვინც ჩემზე ნაკლებად იღბლიანი გამოდგა.

დეკემბრისათვის უკვე რამოდენიმე საქველმოქმედო აქციაც ჩავატარე: შეხვედრა-საღამოები ბარში, ვიქტორინები, გალა ვახშამები და ვახშამები სხვადასხვა გასართობი პროგრამებით. ამ აქციათა დახმარებით შევძელი რამოდენიმე ათასი ევროს თავმოყრა ნაწლავის კიბოს საქველმოქმედო ფონდებისათვის, რამაც ასევე განაპირობა ჩემი მონაწილეობა ლონდონის მარათონში. სირბილის შედეგებმაც არ დააყოვნა და უკვე ოქტომბერში (ლიუბლიანა, სლოვენია) შევძელი ნახევარი მარათონის, 21კმ დაფარვა. წლის ბოლოსათვის ბევრად უკეთესი დროც ვაჩვენე იგივე დისტანციაზე.

2014 წელს, როდესაც 45 წელი შემისრულდა, საკუთარ დაბადების დღეზე საავადმყოფოში ვიწექი, ვემზადებოდი რა ოპერაციისათვის და მომავალს შიშით ვუყურებდი. ერთი წლის თავზე კი 15კმ გავირბინე, როგორც მოსამზადებელი ვარჯიში ლონდონის მარათონისათვის.

ცხოვრება ყოველთვის ადვილი არაა და ცხოვრების მანძილზე რთული არჩევნის გაკეთება გვიწევს, მათ შორის შიშის დაძლევის ხარჯზეც კი. დადებითი აზროვნება ყველას გვჭირდება, როგორც შინაგანად ასევე ოჯახისა და მეგობრების დახმარებით. საქველმოქმედო ფონდი EuropaColon ნაწლავის კიბოთი დაავადებულთ ეხმარება, რადგანაც სურს, რომ მათ ქონდეთ ხვალინდელი დღე და შეინარჩუნონ დადებითი განწყობა.

ჩემს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: neil4bc.org.uk / facebook.com/neil4bc.

ტექსტი მომზადებულია ევროპის კოლორექტალური კიბოს ცნობადობის, (Colorectal Cancer Awareness) 2015 წლის მარტის თვისათვის.